გაცემის და მიღების კანონზომიერებას სინდისი განსაზღვრავს. ის გაცემისა და მიღების დაბალანსებას ემსახურება და ამდენად ჩვენს ურთიერთობებში გაცვლა-გამოცვლას.
როდესაც ვინმესგან რაიმეს ვიღებთ, თავს ვალდებულად ვგრძნობთ რომ მასაც რაიმე მივცეთ, რომელსაც მსგავსი ღირებულება ექნება, ანუ ჩვენ მანამდე ვთვლით თავს მის მოვალედ, სანამ რაიმე შესაბამისის დაბრუნებას და ამდენად ვალის გადახდას არ შევძლებთ. ამის შემდეგ მასთან თავს უკვე თავისუფლად და ვალმოხდილად ვგრძნობთ.
ეს სინდისი მოსვენებას არ გვაძლევს მანამ, სანამ საზღაურს არ გავიღებთ. ჩვენ სინდისის ყველა მოძრაობას, ნებისმიერ სფეროში, როგორც დანაშაულს და უდანაშაულობას ისე აღვიქვამთ.
როდესაც ვინმე რაიმეს მაძლევს და მეც ამისთვის შესაბამის საზღაურს გავიღებ, ამითი ვალდებულობითი ურთიერთობა მთავრდება. ორივე ჩვენ-ჩვენ გზაზე მივდივართ. მაგრამ, როდესაც ამ რაიმესთვის ძალიან ცოტას ვიხდი უკან, ვალდებულობითი ურთიერთობა გრძელდება. ერთის მხრივ, რადგან მე თავ მოვალედ ვთვლი და მეორე მხრივ, რადგანაც ის ჩემგან კიდევ რაღაცას მოელის. ერთმანეთისგან ვთავისუფლდებით მაშინ, როდესაც მთლიან საზღაურებს ვიღებთ.
გაცემა და მიღება სიყვარულში
ეს სხვგვარად არის შეყვარებულთა შორის. ამ შემთხვევაში დაბალანსების მოთხოვნილებას სიყვარულიც ემატება, ანუ: როგორც კი ვინმესგან, ვინც მიყვარს, რაიმეს ვიღებ, მას უფრო მეტს (გადამეტებულად არა, რადგან აქაც უკვე მერე ბალანსი ირღვევა), ან მის ტოლფასს ვუბრუნებ. ამიტომ, ახლა ის მეორე თავს ჩემგან დავალებულად გრძნობს.
ამგვარად შეყვარებულთა შორის იზრდება აღებ-მიცემის წრებრუნვა და ამასთან ერთად მათი ურთიერთობის სიღრმეც მატულობს.
ბერტ ჰელნგერი
Comments