დედმამიშვილებს შორის იერარქიული თანმიმდებრობა პირველი დაბადებილიდან იწყება. პირველ შვილს უპირატესობა აქვს მეორესთან და ა.შ... ამასთან ერთად თანმიმდევრობა ამაშიც გამოიხატება: პირველი უფრო მეტს გასცემს, ხოლო მეორე მეტს ღებულობს.
ვინც გასცემს, მან ადრე უკვე მიიღო. ვინც ღებულობს, მან მოგვიანებით უნდა გასცეს. აქედან გამომდინარე, პირველი შვილი გასცემს მეორეს, მესამეს. ხოლო მეორე პირველისგან ღებულობს და მესამეს გასცემს. მესამე კი პირველსგან და მეორესგან ღებულობს...
უფროსი ბავშვი მეტს გასცემს და უმცროსი უფრო მეტს ღებულობს. თუმცა მეორეს მხრივ, ყველაზე უმცროსი ხშირად უვლის სოლმე სიბერეში მშობლებს. აქ მოქმედებს შემდეგი კანონზომიერება და წესრიგი: ვინც მიიღო, ის აფასებს საჩუქარსაც და მის გამცემსაც....
რთული ბავშვები
ძირითადად არსებობენ მხოლოდ ძვირფასი შვილები და მათთან ერთად ასევე ძვირფასი მშობლებიც. ისმის კითხვა, თუ რა ხდის ხოლმე ამ მოსიყვარულე ბავშვებს რთულ ბავშვებად?
რთულმა ბავშვებმა იტვირთეს ისეთი რამ, რაც მათ არ ეკუთვნით.
ჩვეულებრივ, ეს მშობლების სატარებელი ტვირთია, მაგრამ ისინი გადატვირთულები არიან... ამიტომ, მშობლების მიმართ უსაზღვრო ლოიალურობის გამო, ბავშვები თავიანთ თავებზე იღებენ მათ მიერ მოუგვარებელ ტვირთებს...
მაგალითად, ჰიპერაქტიური ბავშვები, როგორც წესი, უყურებენ იმ გარდაცვლილ ადამიანს, რომელსაც ოჯახი არ უყურებს.
საოჯახო განლაგების მეთოდების საშუალებით ამ ბავშვებს შეუძლიათ ასეთი სახის ტვირთებისგან გათავისუფლდნენ.
ბერტ ჰელინგერი
Comentários