top of page

ᲐᲠᲥᲔᲢᲘᲞᲔᲑᲘᲡ ᲪᲔᲙᲕᲐ

არქეტიპების ცეკვებით შეგვიძლია სხეული, გული და გონება ჰარმონიაში მოიყვანოთ. თითოეული არქეტიპი წარმოადგენს ფსიქიკის და ემოციის სხვადასხვა ასპექტს.


თითოეული არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვატარებთ ჩვენში. იუნგის მიხედვით ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება ჩვენი ადამიანის ფსიქიკის ღრმა არაცნობიერ ფენაში.


ეს არქეტიპები ჩამოყალიბებულები არიან ქცევისა და რეაქციის შაბლონებით მიუხედავად განსხვავებული კულტურიებისა და ენისა.


არქეტიპული ცეკვა გვეხმარება:


  • ენერგეტიკული და ემოციური ცენტრების გააქტიურებაში

  • ცხოვრებისეული თემების გაშლაში არქეტიპული პერსპექტივიდან

  • ემოციური თვითგამოხატვის გაღრმავებაში


ვორქშოფზე იქნება კიდევ ერთი აქტივობა: "ნაწილების წვეულება" ვირჯინია სატირის მოდელი. ფსიქოთერაპიული მიდგომაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიცნოთ და დავუახლოვდეთ ჩვენს შინაგან ხმებსა და მულტიპერსონალურ მდგომარეობებს.


ამ პროცესში მონაწილე შინაგანი ნაწილები წარმოდგენილი არიან, როგორც სუბპერსონალიები - მაგალითად, შინაგანი კრიტიკოსი, მფარველი, ბავშვი, შემოქმედი ან სხვა.


ისინი გამოხატავენ პირად გამოცდილებებს, ან კულტურული გავლენებს. მათი წარდგენა შეიძლება მოხდეს როლური თამაშით, მოძრაობით, ჟესტით, პოზით, დიალოგით ან სცენური ინსცენირებით.


მეთოდის ძირითადი მიზანია:


  • შინაგანი კონფლიქტების გაცნობიერება და ტრანსფორმაცია

  • საკუთარი მრავალფეროვნების მიღება და ინტეგრაცია

  • შინაგანი ერთიანობის განცდის გაძლიერება

  • ემპათიის და მიმღებლობის განვითარება


ეს პროცესი ღრმად ემპათიური და შემოქმედებითია. ის ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და შინაგან ჰარმონიას.


მნიშვნელოვანია დეტალი: ნაწილების წვეულებისთვის, ყველა მონაწილემ უნდა მოიტანოს სახლიდან საკარნავალე ასესუარები, მასკები, ქუდები, ჯოხები და ნებისმიერი რამ.

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page