top of page

ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

moksha feikari 2_edited.png
„როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განლაგებებიც გვეხმარება საოჯახო, ორგანიზაციული და ინდივიდუალური შინაგანი სტრუქტურების ურთიერთდინამიკის დანახვაში და მათი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციების, თვისებების და მათი ურთიერთკავშირების უკეთესად აღქმაში და გაცნობიერებაში.“
 
– მოქშა ფეიქარი

ინდივიდუალური მუშაობის ფორმატი ფსიქოთერაპიაში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ინდივიდუალური განლაგებების დღევანდელი ფორმა.

ფროიდის ფსიქოანალიზი ინდივიდთან ერთ-ერთმა პირველმა სისტემატურმა მუშაობამ შეაჩერა ყურადღება არაცნობიერის დინამიკებზე, სიმბოლურ აზროვნებასა და გადანაცვლებულ ემოციებზე. ეს საფუძველი გახდა იმისთვის, რომ მოგვიანებით ინდივიდუალური განლაგებები არაცნობიერ შრეებთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებას იძლეოდეს.

კარლ გუსტავ იუნგი  კოლექტიური არაცნობიერის, არქეტიპებისა და სიმბოლური აქტივაციის იდეამ შექმნა სივრცე, სადაც ინდივიდუალური ფსიქიკის გამოსახულებებმა შეიძლება იპოვონ ფორმა. ინდივიდუალურ განლაგებებში სწორედ ამ არქეტიპულ სიმბოლიკას ვხვდებით სივრცულ და ფიგურატიულ ფორმატში.

ჯაკობ მორენო და ფსიქოდრამა  მორენოს მიერ შემუშავებულმა ინდივიდუალურ და ჯგუფურ სცენარიზაციებმა კლიენტს საშუალება მისცა, საკუთარი შინაგანი კონფლიქტები სურათებად და როლებად განესახიერებინა. ინდივიდუალურ განლაგებებში ფიგურების, ბარათებისა თუ ბორდის გამოყენება სწორედ ამ ხედვის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს.

ვირჯინია სატირის საოჯახო ქანდაკებები ინდივიდუალური ფორმატისთვის მნიშვნელოვანი წინამორბედი იყო სატირის მიერ შემუშავებული „ფიგურალური ქანდაკებები“. აქ კლიენტი ოჯახის წევრებს ან საკუთარ შინაგან ნაწილებს სივრცეში ალაგებდა ისე, რომ მათ შორის ემოციური კავშირები თვალსაჩინო გამხდარიყო. ეს მეთოდი პირდაპირი ხიდია ინდივიდუალურ სისტემურ განლაგებებთან.

გეშტალტთერაპია „ცარიელი სკამის“ ტექნიკა ინდივიდუალურ მუშაობაში გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დიალოგის და რეპრეზენტაციის მოდელირება ერთი ადამიანის სივრცეში. სწორედ ეს გახდა შთაგონება ინდივიდუალური განლაგებების პრაქტიკაში შინაგანი დიალოგების და ნაწილების ინტეგრაციისთვის.

ბიოენერგეტიკა და სხეულზე ორიენტირებული მიდგომები სხეულის მოძრაობისა და დაძაბულობის პირდაპირი გამოყენება ემოციურ გათავისუფლებაში ინდივიდუალურ განლაგებებში გადაიქცა იმ ფორმატად, სადაც კლიენტის შინაგანი სტრუქტურები არა მხოლოდ გონებით, არამედ სხეულითაც იკითხება.

ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ

ინდივიდუალური განლაგებები თანამედროვე სისტემური პრაქტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის საშუალებას გვაძლევს, სივრცულ-ვიზუალურ ფორმატში დავინახოთ ჩვენი შინაგანი დინამიკები, კავშირები და ბარიერები. განსხვავებით ჯგუფური ფორმატიდან, აქ ძირითადად კლიენტის და კონსულტანტის ურთიერთქმედება ხდება, ხოლო წარმომადგენელთა ფუნქციას სპეციალური ინსტრუმენტები – ფიგურები, ნიშნები, ბარათები ან ონლაინ პლატფორმები – ასრულებენ.

ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔᲝᲑᲐ

მოქშა ფეიქარი ინდივიდუალურ სესიებს ატარებს როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე ონლაინ – The Online Constellation Board-ის აპლიკაციის მეშვეობით. კლიენტს რეგისტრაცია ან აპლიკაციის გადმოწერა არ ესაჭიროება – საკმარისია Zoom–ის პლატფორმა.

სესია იწყება გასაუბრებით, სადაც კლიენტი აზიარებს მთავარ თემას. ამის შემდეგ იწყება განლაგების პროცესი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ინდივიდუალური სესიისთვის აუცილებელია მშვიდი გარემო და ტექნიკურად სტაბილური კავშირი.

ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲚᲔᲑᲘ

ინდივიდუალური განლაგებები განეკუთვნება ჰუმანიტარულ, რესურსებზე ორიენტირებულ მიდგომებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ პრობლემის აღქმას, არამედ კლიენტის შინაგანი ძალების, უნარებისა და რესურსების გაცნობიერებას.

სხვა ანალიტიკურ მიდგომებთან შედარებით, რომლებიც დეტალების სიღრმეში ჩასვლას ამჯობინებენ, ინდივიდუალური სისტემური განლაგება გვთავაზობს „Zoom-Out“-ს – სივრცული ხედვის გაფართოებას. ამ გზით შესაძლებელია არა მხოლოდ ცნობიერი, არამედ არაცნობიერი შრეების გახსნა და მათთან შემოქმედებითი მუშაობა.

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲔᲑᲘ

ინდივიდუალური განლაგებები ეფექტურია, როდესაც საჭიროა:

  • პირადი განვითარების საკითხები თვითრეალიზაცია, ცხოვრების გზის ძიება;

  • ურთიერთობები პარტნიორული, ოჯახური, სამუშაო გარემო;

  • სიმპტომები და ჯანმრთელობა სომატური პრობლემების ფსიქოსისტემური გაგება;

  • პროფესიული სირთულეები საქმიანობის მიმართულება, ბლოკადების გადალახვა;

  • შინაგანი კონფლიქტები ინტროექტები, სირთულეები გადაწყვეტილების მიღებაში.

ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ

ინდივიდუალური განლაგება არის სივრცე, სადაც კლიენტი ხედავს საკუთარ თემას არა მხოლოდ როგორც პრობლემა, არამედ როგორც განვითარების, ახალი პერსპექტივებისა და შინაგანი ძალების აღმოჩენის შესაძლებლობა.

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ ᲡᲔᲡᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

  • ინდივიდუალური განლაგებები მოქშას მიერ ტარდება როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე ონლაინ, ზუმის მეშვეობით, ავსტრიული კომპანიის სისტემური განლაგების ბორდის აპლიკაციის გამოყენებით: The Online Constellation Board.

     

    როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სესიაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ონლაინ სესიისთვის საჭიროა ან ნოუთბუკი, ან კომპიუტერი, ან პლანშეტი და სტაბილური ინტერნეტი. მობილურ ტელეფონზე სესია არ ტარდება!

    სესიის მიმდინარეობის პროცესში გარემოში არ უნდა იყოს ხმაური. აუცილებელია კლიენტი იმყოფებოდეს მარტო, მშვიდ გარემოში.

     

    დასაწყისში იქნება გასაუბრება კლიენტისთვის აქტუალურ თემებზე და  საკითხებზე. ამის შენდეგ განხილული იქნება დამატებითი სესიების საჭიროებაც.

  • როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განლაგებებიც გვეხმარება საოჯახო, ორგანიზაციული და ინდივიდუალური შინაგანი სტრუქტურების ურთიერთდინამიკის დანახვაში და მათი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციების, თვისებების და მათი ურთიერთკავშირების უკეთესად აღქმაში და გაცნობიერებაში.

     

    ინდივიდუალური განლაგების სესიის დროს განიხილება კლიენტის ის აქტუალური საკითხი, რის შესახებაც მას მეტი რეფლექტირება ესაჭიროება და სურს მისი მოგვარების და გადაჭრის გზების მონახვა. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ხასიათის, სიმპტომური, ცხოვრების სტილის, ურთიერთობების, საქმიანობის და თვითრეალიზაციის თემები.

  • სესიის დროს შეიძლება სხვა თემებთან მიმართებაში წარმომავლობითი საოჯახო ურთიერთობების საკითხების განხილვის აუცილებლობა გამოიკვეთოს. ეს საკითხები ხშირად გავლენას ახდენენ ჩვენს აწმყო ცხოვრებისეულ პროცესებზე და ასევე ჩვენს მომავალ თაობებზე.

  • კლასიკური ფსიქოთერაპიებისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული დარგის კონსულტაციური თერაპიები უფრო მეტად რესურსებზე ორიენტირებულები არიან. სისტემური განლაგებებიც ამ დარგს განეკუთვნებიან. აქ აუცილებელია პრობლემების, ტრავმების, მიჯაჭვულობების, ადიქციების დანახვა და მათი დარეგულირება. მეორეს მხრივ კი გვესაჭიროება ჩვენივე რესურსების აღქმა და მათთან მიმართებაში არსებული ბლოკადების და შინაგანი ბარიერების გაცნობიერება.

     

    ანალიტუკური მიდგომებისგან განსხვავებით, სადაც მეტწილად დეტალებში ჩავდივართ და Zoom In - ს ვაკეთებთ, განლაგების მეთოდი გვეხმარება Zoom - Out - ში, რაც მისი დიდი უპირატესობა არის სხვა თერაპიულ მეთოდებთან მიმართებაში. რამეთუ ჩვენ შეგვიძლია სივრცულ-გეომეტრიული სიმულაციით და ვიზუალიზაციით ჩვენს კოგნიტურ პროცესებს მივცეთ საშუალება ინტუიციურად წარიმართოს და ამითი წვდომა გვქონდეს ჩვენს არაცნობიერ შრეებთან, რაც ჩვეულებრივი აზროვნების პროცესის დროს არ ხერხდება.

bottom of page