ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შპს კონსტელატორები საქართველო
ს/კ: 406380296
ინფორმაცია თანხის გადახდისა და დაბრუნების შესახებ:
ონლაინ კურსის შეძენის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.
ფიზიკურ ვორქშოფზე დასწრების 72 საათით ადრე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხის 70%. 72 საათის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.
ონლაინ ვორქშოფზე დასწრების 48 საათით ადრე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხის 80%. 48 საათის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.
ინდივიდუალური სეანსის 72 საათით ადრე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხის 75%. 72 საათის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ mokshapeikari.com პორტალის და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება mokshapeikari.com-ის მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან mokshapeikari.com-თან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი mokshapeikari.com პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში — მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც mokshapeikari.com არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას mokshapeikari.com-ს მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის. პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის1 და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.
ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, mokshapeikari.com-თან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას, ისეთს, როგორიცაა კონფიდენციალურობის განაცხადი ან შეტყობინება და ნებისმიერი სავალდებულო ძალის მქონე მოქმედი კანონი ან რეგულაცია.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ mokshapeikari.com-ის პორტალს ან სერვისებს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, mokshapeikari.com პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და თქვენი ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)
დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით mokshapeikari.com პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.
mokshapeikari.com გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
-
mokshapeikari.com პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის,
-
კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის,
-
ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად,
-
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
mokshapeikari.com იცავს და პატივს სცემს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.
რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?
ა) სამართლიანობა და კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.
ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.
გ) გამჭვირვალობა
მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.
დ) განადგურება
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.
ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები
დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.
ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.
ვის გადავცემთ mokshapeikari.com პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ პირადი დამუშავებისთვის და არ გადავცემთ მესამე პირს ან კომპანიას.