top of page
moksha feikari 2_edited.png

ᲠᲐ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘᲡ
ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲓᲒᲐᲮᲐᲠ ᲨᲔᲜᲡ
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲨᲘ?

ორგანიზაციული განლაგებები
მოქშა ფეიქართან.
*საერთაშორისოდ აკრედიტებული სპეციალისტი.

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡᲐᲐ
ᲗᲣ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡᲐᲡ:

ხშირად ეჯახები ერთიდაიგივე დაბრკოლებას
ცდილობ ცვლილების დანერგვას, თუმცა
– წარუმატებლად
რაღაც არ მუშაობს და ვერ ადგენ, რატომ

ნებისმიერი სახის სისტემა მიისწრაფვის სისრულისკენ. თუ წარსული გამოწვევები და გამოცდილებები სრულად გაანალიზებული და გადაჭრილი არაა, ისინი აუცილებლად გახსენებენ თავს. მხოლოდ მათთან გამკლავებისა და რეფლექსიის შემდეგ შეძლებს ორგანიზაცია მთლიანი რესურსით მომავალზე ფოკუსირებასა და ზრდა-განვითარებას.

ხშირად ეჯახები ერთიდაიგივე დაბრკოლებას;

ცდილობ კომპანიაში ცვლილების დანერგვას, თუმცა

– წარუმატებლად;

რაღაც არ მუშაობს და გიჭირს დაადგინო, რატომ.

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡᲐᲐ
ᲗᲣ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡᲐᲡ:

ხშირად ეჯახები ერთიდაიგივე დაბრკოლებას
ცდილობ ცვლილების დანერგვას, თუმცა
– წარუმატებლად
რაღაც არ მუშაობს და ვერ ადგენ, რატომ

ნებისმიერი სახის სისტემა მიისწრაფვის სისრულისკენ. თუ წარსული გამოწვევები და გამოცდილებები სრულად გაანალიზებული და გადაჭრილი არაა, ისინი აუცილებლად გახსენებენ თავს. მხოლოდ მათთან გამკლავებისა და რეფლექსიის შემდეგ შეძლებს ორგანიზაცია მთლიანი რესურსით მომავალზე ფოკუსირებასა და ზრდა-განვითარებას.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ?

ორგანიზაციული განლაგება სადიაგნოსტიკო ხელსაწყოა, რომელიც შენი ორგანიზაციის ცოცხალ რუკას ქმნის. ფასილიტატორის დახმარებით, შენ შეძლებ მიაგნო სისტემის იმ წერტილებს, რომლებიც ყურადღებას ითხოვს და ფართო სურათში დაინახო გამოსავალი. საჭიროების მიხედვით, ორგანიზაციული განლაგება შეიძლება ეხებოდეს:

ორგანიზაციის ბორდის წევრებს;

მენეჯმენტის გუნდს;

თანამშრომლებისა და მენეჯერების ურთიერთობას;

კონკრეტულ დეპარტამენტს;

გაყიდვებს;

ახალ შეთავაზებას;

კლიენტებთან ურთიერთობას;

ზოგად საკითხებსაც კი, როგორიცაა დასახული მიზნები, ახალი სტრატეგია, ორგანიზაციის მომავალი და ა.შ.

ᲠᲝᲓᲘᲡᲐᲐ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲓᲠᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?

ახალი სტრატეგიის შემუშავებისას;

გუნდში არსებული უთანხმოებების გამოსარკვევად;

ახალ ბაზარზე გასვლისას;

შიდასტრუქტურული ცვლილებისას ან მაშინ, როცა ცვლილების შემოტანა ჭირს;

ბუნდოვანი მიზნების უკეთ აღსაქმელად;

დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად;

მაშინ, როცა რაღაც დისკომფორტს გიქმნის და ზუსტად თავადაც არ იცი – რა.

ᲠᲐᲡ ᲛᲝᲒᲪᲔᲛᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ?

ორგანიზაციის შიდა და გარე პროცესების დალაგებას;

თანამშრომლებს შორის გამარტივებულ კომუნიკაციას და მისკომუნიკაციის აღმოფხვრას;

ახალი პერსპექტივის აღმოჩენას;

ფართო სურათში ორგანიზაციის ფუნქციონირების აღქმას;

ახალი მიდგომების, მიზნებისა და სტრუქტურის მარტივ ინტეგრაციას.

ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲐ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ?

ინტერვიუ – კონსულტაცია ფასილიტატორთან.

სამუშაო თემის განსაზღვრა და ამ თემისთვის შესაფერის მეთოდზე შეჯერება.

სესია.

მიღებული შედეგების ანალიზი და სამუშაო გეგმის შემუშავება.

ორგანიზაციული განლაგება შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთი-ერთზე, ისე ჯგუფში – ონლაინ ან პირისპირ.

bottom of page