სისტემური განლაგების ჯგუფური ვორკშოპი გვაჩვენებს საოჯახო სისტემაში არსებულ ურთიერთობათა დინამიკას და გვეხმარება იმ არაჯანსაღი კავშირების, ფარული ლოიალობებისა და განმეორებადი სცენარების აღმოჩენასა და კურნებაში, რომლებიც ხშირად რამოდენიმე თაობას გადაეცემა.
სისტემური განლაგების ექსკლუზიური მცირე ჯგუფი ქმნის უსაფრთხო და სიღრმისეულ სივრცეს, სადაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია საკუთარი საკითხის გამოტანა და დამუშავება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია მაქსიმუმ 14 ადამიანამდე, რაც პროცესს უფრო ინდივიდუალურს, ინტიმურს და ეფექტურს ხდის.
ცნობიერი თამაშები აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ მოძრაობასა და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
თითოეული არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვატარებთ ჩვენში. იუნგის მიხედვით ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება ჩვენი ადამიანის ფსიქიკის ღრმა არაცნობიერ ფენაში.
ფსიქოდრამა არის მოქმედებაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც როლური თამაშის, მოძრაობისა და დიალოგის საშუალებით გვეხმარება საკუთარი ემოციების, შინაგანი კონფლიქტებისა და ურთიერთობების გაცნობიერებაში.