top of page

ᲡᲐᲝᲯᲐᲮᲝ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

bert_hellinger.jpg
„როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობდი, ვიღაცამ მითხრა, თუ რა იყო აფრიკაში ყველაზე გრძელ გზად მიჩნეული. ეს არ აღმოჩნდა გზა კაიროდან კეიპტაუნამდე, არამედ ეს არის გზა საკუთარი თავიდან საკუთარ გულამდე. სადღაციდან და მერედან, აქ და ახლამდე.“
 
– ბერტ ჰელინგერი

სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდოლოგია შექმნილი იქნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ.  ჰელინგერი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებები.

 

განლაგების მეთოდი ამჟამად უკვე ფართოდ გამოიყენება ბევრ სხვადასხვა ჰუმანისტურ სამუშაო დარგში. როგორებიც არის მაგალითად თერაპიული ინსტიტუციები და ფსიქოლოგიური კლინიკები. თუმცა ეს სამუშაო გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისეთი თერაპევტული მეთოდი, რომელშიც შეიძლება უბრალოდ ანალიზი გაკეთდეს, დიაგნოზი ჩაინიშნოს და მომხმარებელს ზოგად წესებად თუ ინსტრუქციების სახით გადაეცეს.

Jakob Moreno.jpg
„როცა შენ ახლოს იქნები, მე შენს თვალებს მოგაშორებ და მათ ჩემის სანაცვლოდ განვათავსებ. შენც ასევე მომაშორებ ჩემს თვალებს, მათ შენი თვალების ნაცვლად დაიყენებ და ამის შემდგომ, მე ჩემს თავს ჩემი თვალებით შემოვხედავ.“

– ჯაკობ მორენო

განლაგების მეთოდი ავსტრიელი ექიმ და ფსიქოტერაპევტ იაკობ მორენოთი (1889-1974) იწყება. ვენაში დაბადებულმა და აშშ-ში მომუშავე მორენომ 1930 წელს ჩამოაყალიბა მეთოდი, ეგრეთ წოდებული „ფსიქოდრამა“. ის თვლიდა, რომ თითოეული ადამიანი ერთი ან რამდენიმე სოციალური სისტემის ნაწილია, სადაც კონკრეტულ როლებს განასახიერებს, რაც ფსიქოლოგიურ კონფლიქტებს (დრამებს) წარმოშობს.

 

მორენომ აღმოაჩინა, რომ კლიენტები თერაპიის ჯგუფში ამ როლების რეინსცენირებით თავიანთ კონფლიქტებს უკეთესად გებულობდნენ და კომუნიკაციასა და ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს მარტივად აგვარებდნენ. რეინსცენირების დროს, მორენო რეკვიზიტებისა და ჟესტების გარდა, ასევე იყენებდა რეპრეზენტატორებს ჯგუფის წევრებიდან. მორენო თერაპიაზე მუშაობის პერიოდში ველის აღქმის ფენომენს გადააწყდა.

Virginia Satir.jpg

„ყოველთვის სხვისგან ნებართვის აღების ნაცვლად, რაც მესაჭიროება იმის მოთხოვნის თავისუფლება.საკუთარი პასუხისმგებლობით რისკების აღების თავისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ყოველთვის უსაფრთხობიდან გამომდინარე ვიმოქმედო და ვერაფერი ახალი ვერ გავბედო.“

– ვირჯინია სატირი

ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემური განლაგების მეთოდოლოგიის შემდგომი განვითარებისა არის ვირჯინია სატირის საოჯახო ქანდაკებები (1916-1988). ვირჯინია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცობილი თერაპევტი და მენტალური კვლევის ინსტიტუტის წევრი იყო (ცნობილი როგორც პალო ალტო, Palo Alto ჯგუფი). ამ მეთოდის დროს, ოჯახის წევრებს თხოვენ რომ ურთიერთობები ერთმანეთთან ქანდაკებების მეშვეობით (როგორც სტატიკური სურათი) განალაგონ. კომუნიკაციისა და ურთიერთობების შაბლონები სხეულის ენის, ჟესტებისა და ქანდაკებებს შორის მანძილით არის გამოხატული.

 

ასეთი ტიპის განლაგება უფრო კონკრეტულად გვაჩვენებს ოჯახში არსებულ დინამიკებს ვიდრე სიტყვიერი აღწერა და უფრო მეტიც, გვაძლევს შესაძლებლობას წარსული გამოცდილება აწმყოში ცოცხლად დაგვანახოს. ეს მეთოდი დღემდე აძლევს საშუალებას კლიენტს არავერბალურად წარმოაჩინოს ოჯახური ურთიერთობები. ამ განლაგების დახმარებით თერაპევტს შეუძლია დაინახოს იმ სოციალური სტრუქტურის სურათი, რომელშიც ცხოვრობს კლიენტი და რომელიც მასზე გავლენას ახდენს. კლიენტს შეიძლება გაუჩნდეს ემოციები და რეაქციები, უკვე არსებული სურათისა და მისი ამ სიტუაციაში მდგომარეობის აღქმის შედეგად, აქ კი ვერბალური კვლევა იწყება.

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ ᲡᲔᲡᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

  • სესიის დროს რეპრეზენტატორების განლაგებით იქმნება ოჯახური სისტემის სივრცული სურათი. ამ სურათში ხილული ხდება თაობათაშორისი კავშირები, დაუმთავრებელი პროცესები და გადაცემული ემოციები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    რეპრეზენტატორები იწყებენ განცდების გამოხატვას, რაც ქმნის ცოცხალ გამოსახულებას ოჯახური სისტემის მდგომარეობაზე. ეს პროცესი კლიენტს აძლევს საშუალებას, ახალი პერსპექტივით დაინახოს თავისი ადგილი ოჯახში, სხვების ბედი და ურთიერთობები, და ამასთანავე შეიგრძნოს ის დინებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის დღევანდელ ცხოვრებაზე.

  • საოჯახო განლაგება ტარდება როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ფორმატში. სესია გრძელდება დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში და მოითხოვს უსაფრთხო და მშვიდ გარემოს. დასაწყისში ხდება მოკლე გასაუბრება, სადაც კლიენტი აზიარებს მთავარ თემას ან შეკითხვას.

    განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კლიენტის მზაობას, რადგან ეს მეთოდი ხშირად ეხება გულისხმიერ თემებს, როგორიცაა ოჯახის ტრავმები, დაკარგვები, დაუმთავრებელი პროცესები. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტი სესიის წინ გაითვალისწინოს, შესაძლოა ძლიერი ემოციების განცდა და სიღრმისეული შინაგანი გამოცდილების გახსნა.

  • საოჯახო განლაგებები ეფექტურია, როდესაც საჭიროა მუშაობა თემებზე, როგორიცაა:

    • ურთიერთობები მშობლებთან, შვილებთან ან პარტნიორთან

    • ოჯახური კონფლიქტები და გაუგებრობები

    • სიმპტომები, ემოციური და სომატური სირთულეები

    • თაობათაშორისი ტრავმები და ლოიალურობები

    • ცხოვრებისეული დაბრკოლებები და გაურკვევლობები

    გარდა ამისა, სესია შესაძლოა შეეხოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფინანსური სირთულეები, საკუთარი იდენტობის ძიება, ოჯახური როლების გაუგებრობა, ან ემოციური დისტანცია ოჯახის წევრებს შორის. ასევე ხშირად მუშაობენ დაკარგვის, გლოვის და მძიმე ბიოგრაფიული მოვლენების გავლენაზე, რომლებიც შეიძლება დღემდე მოქმედებდეს.

  • საოჯახო განლაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ ანალიზითა და დიალოგით. იგი ეფუძნება ფენომენოლოგიურ მიდგომას და გვაძლევს „Zoom-Out“ პერსპექტივას – შესაძლებლობას, მთლიანი სისტემა ერთიანად დავინახოთ. ეს ქმნის კავშირს ცნობიერსა და არაცნობიერს შორის და აჩენს ახალ რესურსებს. სხვა თერაპიული მიდგომები ძირითადად ფოკუსირდება ინდივიდზე ან მის პირად ისტორიაზე, ხოლო საოჯახო განლაგება მთელ სისტემას მოიცავს. სწორედ ამიტომ ის აჩენს ისეთ კავშირებს, რომლებიც ინდივიდუალურ მუშაობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ეს განასხვავებს მას როგორც ფსიქოანალიზისგან, ისე კოგნიტურ ან გეშტალტთერაპიისგან.

bottom of page