top of page

ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲔᲑᲘᲡ
ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲔᲡᲘᲐ

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔ ᲡᲔᲡᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ:

2023-08-04-151105-New-online-Systembrett.com.png

ინდივიდუალური განლაგებები მოქშას მიერ ტარდება როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე ონლაინ, ზუმის მეშვეობით, ავსტრიული კომპანიის სისტემური განლაგების ბორდის აპლიკაციის გამოყენებით: The Online Constellation Board.

კლიენტს ბორდის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დარეგისტრირება არ ესაჭიროება. მისი მხრიდან ზუმი საკმარისია.

როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სესიაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ონლაინ სესიისთვის საჭიროა ან ნოუთბუკი, ან კომპიუტერი, ან პლანშეტი და სტაბილური ინტერნეტი. მობილურ ტელეფონზე სესია არ ტარდება!

სესიის მიმდინარეობის პროცესში გარემოში არ უნდა იყოს ხმაური. აუცილებელია კლიენტი იმყოფებოდეს მარტო, მშვიდ გარემოში.

 

დასაწყისში იქნება გასაუბრება კლიენტისთვის აქტუალურ თემებზე და  საკითხებზე. ამის შენდეგ განხილული იქნება დამატებითი სესიების საჭიროებაც.

ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲔ ᲡᲔᲡᲘᲐ
2023-08-04-164936-New-online-Systembrett.com.png
  • სესიის დროს შეიძლება სხვა თემებთან მიმართებაში წარმომავლობითი საოჯახო ურთიერთობების საკითხების განხილვის აუცილებლობა გამოიკვეთოს. ეს საკითხები ხშირად გავლენას ახდენენ ჩვენს აწმყო ცხოვრებისეულ პროცესებზე და ასევე ჩვენს მომავალ თაობებზე.

  • კლასიკური ფსიქოთერაპიებისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული დარგის კონსულტაციური თერაპიები უფრო მეტად რესურსებზე ორიენტირებულები არიან. სისტემური განლაგებებიც ამ დარგს განეკუთვნებიან. აქ აუცილებელია პრობლემების, ტრავმების, მიჯაჭვულობების, ადიქციების დანახვა და მათი დარეგულირება. მეორეს მხრივ კი გვესაჭიროება ჩვენივე რესურსების აღქმა და მათთან მიმართებაში არსებული ბლოკადების და შინაგანი ბარიერების გაცნობიერება.

     

    ანალიტუკური მიდგომებისგან განსხვავებით, სადაც მეტწილად დეტალებში ჩავდივართ და Zoom In - ს ვაკეთებთ, განლაგების მეთოდი გვეხმარება Zoom - Out - ში, რაც მისი დიდი უპირატესობა არის სხვა თერაპიულ მეთოდებთან მიმართებაში. რამეთუ ჩვენ შეგვიძლია სივრცულ-გეომეტრიული სიმულაციით და ვიზუალიზაციით ჩვენს კოგნიტურ პროცესებს მივცეთ საშუალება ინტუიციურად წარიმართოს და ამითი წვდომა გვქონდეს ჩვენს არაცნობიერ შრეებთან, რაც ჩვეულებრივი აზროვნების პროცესის დროს არ ხერხდება.

ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲔ ᲡᲔᲐᲜᲡᲘ

შეარჩიე თავისუფალი დრო სეანსისთვის და გაიარე რეგისტრაცია

bottom of page