top of page

AUM-ᲘᲡ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ

AUM-ს მედიტაცია ოშოს მიერ შექმნილი მედიტაციური თერაპიის ტექნიკაა, რომელიც შემდგომში განავითარა მისმა მოსწავლემ და ჰოლანდიელმა თერაპევტმა, ვირეშმა.

AUM ნიშნავს Awareness, Understanding and Meditation - ცნობიერად ყოფნა, გაგება და მედიტაცია.


AUM-ს ასევე შეიძლება ეწოდოს "ემოციების ტრანსფორმაციის ალქიმია". მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფში.


რატომაა სასარგებლო AUM-ის მედიტაცია?


  • გვაჩვენებს, როგორ ვიქცევით სხვებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა ემოციურ სიტუაციაში

  • გვეხმარება ძველი, პატერნული ქცევების ამოცნობაში და ახალი გზებისა და მიმართულებების დასახვაში

  • არეგულირებს ემოციურ ბალანსს

  • სტრესს გარდაქმნის შემოქმედებით რესურსად

  • გვეხმარება გრძნობების გაფილტვრასა და ადამიანებთან ურთიერთობების გაჯანსაღებაში


AUM-ის მედიტაცია მოიცავს 13 ფაზას და თითოეულ მათგანს ეთმობა 10-12 წუთი შესაბამისი განსხვავებული მუსიკის თანხლებით.


პრაქტიკის განმავლობაში ვიმოგზაურებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ემოციურ შრეებში. ამ მედიტაციის დროს მონაწილეებს ერთმანეთისთვის ერთგვარი სარკის ეფექტი აქვთ. ინტენსიური, სწრაფად ცვალებადი ფაზებისა და სხვებთან ინტერაქციის გზით ვეხმარებით ერთმანეთს რეფლექსიასა და საკუთარი ემოციური ცენტრის დინამიკის უკეთ გაცნობიერებაში.

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page