top of page

ᲪᲜᲝᲑᲘᲔᲠᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲘ

პრაქტიკის მიზანია, ადამიანებმა ცნობიერი ურთიერთობა დაამყარონ საკუთარ სხეულთან, გონებსა და ემოციებთან.


თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვხდებით უფრო ენერგიულნი და სიხარულით სავსენი. შეგნებული და გაცნობიერებული ბრძოლის საშუალებით ვაღვიძებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ ძალას უსაფრთხოებისა და პატივისცემის პირობების დაცვით.


ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავში არსებულ სიღრმეებს და ვცდილობთ, მეტი ავთენტურობა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამ ინდივიდუალურ მოგზაურობაში კი სხვებთან ერთად ვართ ჩართულები.


ცნობიერი თამაშების არსი:


ღრმა კავშირი: სხეული, გონება და ემოციები ერთიანდება. სწავლობ შენი საჭიროებების გამოხატვასა და საზღვრების პატივისცემას, სხვებთან კავშირს.


თამაში და დაპირისპირება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. სხეულის დაპირისპირება გვაიძულებს, რომ კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.


ურთიერთობა და მხარდაჭერა: ჩვენ ვურთიერთობთ, ვუკავშირდებით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ყველას ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია

კეთილგანწყობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.


ცნობიერი თამაშების სარგებელი: 


ემოციური ინტელექტი: გააცნობიერე ემოციების მაკურნებელი პოტენციალი.


სხეულის კითხვა: ისწავლე, როგორ დააკვირდე სხეულს.


რისკების მართვა: ისწავლე, როგორ შეაფასო რისკები და უპასუხო ფიზიკურ, ემოციურ და ინტიმურ საფრთხეებს.


კონფლიქტის გადაჭრა: აღიარე კონფლიქტების საფუძვლად არსებული გამოუხატავი მოთხოვნილებები.


ცხადი კომუნიკაცია: ისწავლე, როგორ გამოიყენო ეფექტურად შენი ხმა, სხეულის პოზიცია და სიჩუმე.


წრის მუშაობა: აითვისე წრის უძველესი ინსტრუმენტი, როგორც კავშირის და უსაფრთხოების პირობის შექმნის გზა.

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page