top of page

ᲛᲐᲘᲐ ᲮᲝᲡᲘᲢᲐᲨᲕᲘᲚᲘ

პროექტმენეჯერი

"სისტემური განლაგებები გვეხმარება საოჯახო,  საორგანიზაციო, ინდივიდუალური შინაგანი სტრუქტურების და მათი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციების, თვისებების და ურთიერთკავშირების უკეთესად აღქმა-გაცნობიერებაში."​

constellators georgia.jpeg

ᲩᲔᲛ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ჩემი ძირითადი საქმიანობა უკავშრდება განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისა და ორგანიზაციების გაძლიერებას  ფსიქოლოგიური კეთილდღეობის  მხარდაჭერისა და ფსიქოგანათლების გზით.


სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ვთავაზობ პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების 20-მდე განსხვავებულ, ფსიქოგანათლებაზე დაფუძნებულ ტრენინგ-პროგრამებს რომელებიც მათ ეხმარებათ განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში.

ვფიქრობ, ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები  პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში  აქტიური ჩართულობით.

მნიშვნელოვან დროს ვუთმობ   ,,საკუთარ თავში მოგზაურობას“. ყოველწლიურად გავდივარ მედიტაციების, პიროვნული ტრანსფორმაციისა და თერაპიული პრაქტიკების განსხვავებულ საერთაშორისო პროგრამებს. დღემდე, საკუთარ თავზე არაერთი თერაპიული მიდგომა გამოვცადე. განსაკუთრებული ინტერესი ჩემში სისტემურმა თერაპიებმა გამოიწვია.


მჯერა, რომ ტრანსგენერაციული ტრავმები წარსულიდან ცდილობენ მოძებნონ  გამოსავალი იმ ადამიანების  გონებასა და სხეულში, რომელებიც აწმყოში ცხოვრობენ. ეს არის ერთგვარი ,,ექო“ წარსულიდან, რომლის გაცნობიერებაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს.

ვფიქრობ, სისტემური განლაგების მეთოდი, როგორც საკონსულტაციო ფსიქოთერაპიის ფორმა მნიშნელოვნად გვეხმარება ტრანსგენერაციული ტრავმების ინტეგრაციაში, ამდენად ვგეგმავ სისტემური ხედვის ინტეგრირება ჩემს მიერ შექმნილ ფსიქოსაგანმანათლებლო პროგრამებში.

ამჟამად, გავდივარ საოჯახო განლაგებებისა (IASA 2324) და ორგანიზაციული განლაგებების (OCATO 2023) საერთაშრისოდ აღიარებულ სპეციალიზაციას.

bottom of page