ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

„ჩემთვის სისტემური კონსტრუქტივისტული და სისტემური ფენომენოლოგიური მიდგომებია
თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა ორგანიზაციებთან და ორგანიზაციული განლაგების სემინარებში. ეს განსაკუთრებით ეფექტური დამატებითი და გამაძლიერებელი კომბინაციაა.“
– გუნტჰარდ ვებერი
გუნთჰარდ ვებერმა ორგანიზაციული განლაგებები, ძირითადად კი, ოჯახური განლაგებების საფუძველზე ,,ჰელინგერზე დაყრდნობით" განავითარა. მან ჰელინგერის მიერ პოსტულირებული წესრიგის პრინციპები ორგანიზაციულ სისტემებზე გაავრცელა. დღეს მისი მუშაობის მეთოდი ფართოდ ცნობილია „კლასიკური ორგანიზაციული განლაგებების“ ტერმინით.
მრავალი ექსპერიმენტისა და კონცეპტის გათვალისწინებით, განლაგებების ეს ახალი ფორმა თანდათან გაუმჯობესდა და განვითარდა. ამ პროცესში კი რამდენიმე ახალი განსხვავებული მიდგომა და სკოლა ჩამოყალიბდა.

„სისტემურ განლაგებებში ერთის მხრივ, ხდება პრობლემური სიტუაციის ვიზუალიზაცია და მეორე მხრივ, შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის კრეატიული ვარიანტების დამუშავება.ამავდროულად, თვალსაჩინო ხდება ის შესაძლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებში სისტემური განლაგების გამოყენება აზრიანი და სასარგებლოა.“
– კლოდ როზელეტი
კლოდ როსელეტმა სისტემური განლაგებები, როგორც კომპანიების კონსულტანტებმა ,,სასწავლო ორგანიზაციის" კონცეფციას და სხვა სისტემურ მეთოდებს შეუთავსა. იგი მის განლაგებებს „მენეჯმენტის განლაგებებს“ უწოდებდა. აქ აქცენტი კეთდება მენეჯმენტის საკითხებზე, მაგალითად, ახალი სტრატეგიის, ან შეცვლილი ორგანიზაციის შედეგებზე, ან ცალკეული დეპარტამენტების ჩართულობაზე ახალ პროცესში.
თავდაპირველად ორგანიზაციული განლაგებები ძირითადად კონსულტანტებს შორის განხილვის თემა იყო. მისი პრაქტიკული გამოყენება მოგვიანებით მოხდა.

"სისტემიური განლაგებები არის ტრანსკულტურული მენტალური შინაარსების სივრცულ მონახაზებით ექსტერნალიზირების მეთოდოლოგია, რასაც შეიძლება მსოფლიო ენა ვუწოდოთ."
– პიტერ შლოტერი
პიტერ შლოტერი არის ეკონომიკის დოქტორი, დიპლომირებული ინჟინერი, მენეჯმენტის კონსულტანტი, ფსიქოთერაპიული კომპანიონი და ტრენერი. იგი ატარებდა უამრავ ემპირიულ კვლევებს, სისტემური განლაგების დარგში ძირთადად ორგანიზაციული საკითხების კუთხით. ის მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის ბოში და დაიმლერი.
კომპანიებში და ორგანიზაციებში ის მუშაობდა საორგანიზაციო განლაგებების მეთოდებით ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის, მენეჯმენტი, ლიდერშიპი, გუნდურობა. მას შემუშავებული აქვს მეთოდი KT - კომუნიკაციის ტახომეტრი, არის წიგნების ავტორი. მას გადაღებული აქვს დოკუმენტაციური ფილმები თავის კვლევებზე როგორც გერმანიაში, ასევე ჩინეთშიც.
ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ
ორგანიზაციული განლაგება არის უნიკალური სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს, შენი ორგანიზაციის ცოცხალი რუკა დაინახო. ფასილიტატორის დახმარებით, თვალსაჩინოდ ვლინდება სისტემის ის წერტილები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში შენ არა მხოლოდ ცალკეული პრობლემების ამოცნობა შეგიძლია, არამედ ფართო სურათში ხედავ შესაძლო გამოსავალსაც. ორგანიზაციული განლაგება შეიძლება შეეხოს როგორც კონკრეტულ ადამიანებსა და დეპარტამენტებს, ასევე ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს.
ამ ფორმატში მუშაობა განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ორგანიზაციას სჭირდება გადაწყვეტილებების მიღება, ცვლილებების მართვა, თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ან ახალი შესაძლებლობების შეფასება.
ორგანიზაციული განლაგება ეფექტურია მაშინ, როცა ორგანიზაციას მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი მოუვლის. მაგალითად, ახალი სტრატეგიის შემუშავებისას, ახალი ბაზრის ათვისებისას ან შიდა სტრუქტურული ცვლილებების დროს. ასევე, ის ძალიან სასარგებლოა, თუ გუნდში არსებობს გაუგებრობები, უთანხმოებები ან კომუნიკაციის სირთულეები.
ხშირად ორგანიზაციული განლაგება ეხმარება იმ შემთხვევაშიც, როცა ხელმძღვანელი ან გუნდი გრძნობს, რომ რაღაც არასწორადაა, მაგრამ ზუსტად ვერ ასახელებს პრობლემას. ასეთი ბუნდოვანი სიგნალების კვლევა სწორედ განლაგების დროს ხდება შესაძლებელი.
ორგანიზაციული განლაგება იძლევა შესაძლებლობას, დაინახო როგორც ორგანიზაციის შიდა, ასევე გარე პროცესები. მისი მეშვეობით შესაძლებელია თანამშრომლებს შორის ურთიერთობების მოელაპარაკე გარემოში გადაყვანა, გაუგებრობების აღმოფხვრა და უფრო მარტივი კომუნიკაციის შექმნა.
გარდა ამისა, შენ იძენ ახალ პერსპექტივას – ფართო ხედვას, რომელიც აჩვენებს, როგორ ფუნქციონირებს ორგანიზაცია მთლიანობაში. ეს ხედვა ეხმარება ლიდერებსა და გუნდს ახალი მიდგომების, მიზნებისა და სტრუქტურული ცვლილებების ეფექტურად ინტეგრირებაში.
პროცესი იწყება ფასილიტატორთან გასაუბრებით, სადაც განიხილება აქტუალური საკითხები და საზოგადო თემები. შემდეგ ხდება კონკრეტული სამუშაო თემის განსაზღვრა და მისი შესაფერის მეთოდზე შეთანხმება.
შემდეგ მოდის სესიის ძირითადი ნაწილი, სადაც სისტემური განლაგების საშუალებით ვლინდება ორგანიზაციის დინამიკა და მისი დამალული სტრუქტურები. სესიის დასრულების შემდეგ ხდება მიღებული გამოცდილების ანალიზი და კონკრეტული სამუშაო გეგმის შემუშავება. ორგანიზაციული განლაგება შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთი-ერთზე, ისე ჯგუფში – ორივე ფორმატი ეფექტურია, იქნება ეს პირისპირ შეხვედრა თუ ონლაინ გარემო.