top of page

მოქშა ფეიქარი
სისტემური განლაგებები

მოგესალმებით, მე ვარ მოქშა ფეიქარი, სისტემური და საოჯახო განლაგების სპეციალისტი.

 

კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ჩემს ვებგვერდზე!

"სისტემური განლაგებები გვეხმარება საოჯახო,  საორგანიზაციო, ინდივიდუალური შინაგანი სტრუქტურების და მათი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციების, თვისებების და ურთიერთკავშირების უკეთესად აღქმა-გაცნობიერებაში."..."

მოქშა ფეიქარი

337266864_3330788120527574_8398808435065558422_n.jpg

ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს ურთიერთობების დინამიკებს, რომლებიც შესაძლოა ზედაპირის ქვეშ არიან მოქცეულები. განლაგებას როგორც წესი, რეპრეზენტატორები ახორციელებენ, რომლებიც ძირითადად ან ოჯახის, ან ორგანიზაციის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება მოვლენათა წესრიგის აღდგენა. ამის ფონზე ურთიერთობებში ჰარმონიას  ეძლევა შესაძლებლობა, რომ სისტემაში უკვე  შეუზღუდავად მიედინებოდეს.

 

ინდივიდუალური სესიების პროცესის დროს, წარმოსადგენლად შეიძლება როგორც ნიადაგის ღუზის, ასევე სიმბოლური ფიგურების გამოყენება. ხშირად განლაგების პროცესის დროს მარტივად განმარტებადი წინადადებების გამოყენებით შეიძლება ახალი პერსპექტივების დანახვა და აღქმა.

 

სისტემურ განლაგებაზე მუშაობისას ხშირად ვაწყდებით ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაოცებას იწვევენ და განხილვისა და რეფლექსიის გზით მიუწვდომელია. განლაგების დროს ჩვენ ვიყენებთ ადამიანების უნარს, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ვიცით. ეს არის სოციალური სისტემების აღქმის უნარი.

 

განლაგებაში მონაწილე წარმომადგენლებს ხშირად აქვთ გაოცება. ისინი აღწერენ, რომ პროცესის დროს მოულოდნელად ჩანს ურთიერთობის ის ნაწილი, რომელიც აქამდე თითქოს არ იყო ხილვადი, მიუხედავად იმისა, რომ იგი რატომღაც ქვეცნობიერად თითქოს იყო კიდევაც დანახული და სწორედ ამიტომ გამოჩნდა პროცესშიც. ეს არის უნარი, რომელიც თითქოს თანდაყოლილია თითოეულ ჩვენგანში. განლაგების მუშაობის პროცესით შესაძლებელი ხდება ამ უნარის უკეთ ათვისება.

მონაწილეთა უკუკავშირები

"სისტემური განლაგების ვორკშოპმა მომცა ახალი გაცნობიერებები და კიდევ ემოციური კეთილდღეობა."

ნინა ქევხიშვილი, HR მენეჯერი

"ისეთი კუთხით დავინახე რაღაცები, რაც აქამდე არ დამინახავს.“

. . . 

 

ია ბერსანაძე

ფსიქოლოგი, Cluster -ის დამფუძნებელი

305971282_3168269443385568_3158910748540192799_n.jpg

"მადლიერი ვარ უზომოდ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია რომ გვაქვს ფუფუნება საქართველოში, მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმის ზეიმი ვიხილოთ."

. . . 

ანა არველაძე

ფსიქოლოგი, ქოუჩი, ლექტორი

"როგორც ყოველთვის, ძლაინ კარგი ტრეინინგი იყო, სიახლეებით და ინფორმაციით სავსე. და ისევ ველი ახლო მომავალში როდის იქნება."

. . . 

მამუკა გურული

  ფსიქოლოგი, magma.ge -ს დამფუძნებელი

242512658_5054913054535606_2106205179868414507_n_edited.jpg

"განლაგებამ სულ სხვა პერსპეტივები გახსნა და ცნობიერებიდან წაშლილი ნაწილები აღადგინა. ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა და თავისი სახელი დაერქვა. მადლიერებით, სიყვარულით და რაღაც ახალი ძალის განცდით შევივსე."

. . . 

თამთა კილასონია

Constellators International - ის ამბასადორი, იოგას სპეციალისტი

თამთა.jpg

"ეს ის გაცნობიერებებია, რომელმაც შეიძლება ცხოვრება შეცვალოს., ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის რეალობა.“  

. . . 

ია ჩიკვაიძე

ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი

Ia Chikvaidze.jpg

"ოჯახურ სისტემაში არსებული წყენა ბებიასა და დიდ ბებიას შორის თაობების განმავლობაში გადმოგვეცემოდა სხვა ოჯახის წევრებს. მე ვერასოდეს ვხვდებოდი, რა იყო ასეთი განწყობების მიზეზი, მაგრამ გუშინ ეს ხაზები ერთმანეთთან დაკავშირდა და საოცარი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნება მომიტანა.“

. . . 

ნინი ანდღულაძე

NLP-ს სპეციალისტი

Lila_1

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ემოციებს ვგრძნობდი. ფაქტიურად ყველა ემოცია მესტუმრა იმ განლაგების დღეს.

საოცრება ტექნიკაა. რა საკითხზეც ვიმუშავეთ, ვერ წარმოვიდგენდი თუ საიდან იღებდა სათავეს. მინდა მადლიერება გამოვხატო მოქშას მიმართ. ვფიქრობ ყველამ უნდა გამოსცადოს ეს საოცარი ტექნიკა და მიიღოს სწორი მიმართულება.“

. . . 

ანა კაზლოევა

არტ თერაპევტი, ფსიქოლოგი, NLP -ს სპეციალისტი 

Ana_K_edited.jpg

"ჩემთვის მუშაობის პროცესი ძალიან მარტივი, საინტერესო და შედეგიანი იყო, რაც მოქშას პროფესიონალიზმის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში კი ვიტყოდი რომ: “ცხოვრება მშვენიერია, როცა ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავს, ვაღიარებთ ჩვენს საგვარეულოს, ვაფასებთ აწყმოს და ამით ბედნიერი და ფერადი მომავლის წინაპირობას ვქმნით.“ 

. . . 

მირანდა ქურხულიშვილი

ეკონომისტი

Miranda.jpg

"ასეთი ტიპის ჯგუფური თერაპიის დროს ხდება შემეცნების ამაღლება, რაც თითოეულ ჩვენგანს ეხმარება იმაში რომ გვეხმარება მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები, გვქონდეს ჰარმონია ცხოვრებაში და ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია."

 

. . . 

ქეთი ირემაშვილი,

ქოუჩი, ფსიქოლოგი, 

Alte -ს უნივერსიტეტის პროფესორი

Qeti.jpg
bottom of page