top of page

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲔᲑᲘ

Updated: Sep 13

ree

ორგანიზაციის განლაგება ემყარება დაკვირვების საფუძველზე შეძენილ გამოცდილებას, რომლის თანახმადაც, ოჯახურ სისტემებში მოქმედი „კანონზომიერების“ და დინამიკის გადატანა შესაძლებელია სხვა ისეთ სისტემებზეც, როგორებიცაა, კოლექტივი, ფირმები, ორგანიზაციები და საწარმოები.  


ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ 


ცხადია, არსებობს განსხვავებები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოსთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს; მაგალითად, ოჯახის წევრობა არ არის დროში შეზღუდული,  ორგანიზაციის ან კოლექტივის წევრობა კი მკაფიო დროის ჩარჩოთი არის შემოსაზღვრული.  


აქვე შევეცდებით შევაჯამოთ მნიშვნელოვანი განსხვავებები:  


ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘ: 

 

უპირობო, დროში განუსაზღვრელი მიკუთვნებულობა. 


ამოცანა: სიცოცხლის გადაცემა, იერარქიის უცვლელობა, ურთიერთობების უწყვეტობა.

  

ღირებულებები: წევრობის თანაბარი უფლებები, სამართლიანობა. ადამიანი მიჩნეულია, როგორც ერთი მთლიანობა.  


დაბალანსების გზები: აღიარება, ყურადღება, ღირებულებების შვილებისთვის გადაცემა. 


ოჯახები არ კოტრდებიან. 


ᲡᲐᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘ:  


დროით განსაზღვრული ჩარჩოები: ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობა.  განკუთვნებულობა: დაკავშირებული ზუსტად განსაზღვრულ ფუნქციასთან. 


ფუნქციურობა: ცვალებადი იერარქიულობა, მოქმედ პირთა შეცვლის შესაძლებლობა.  


ღირებულებები: განსვავებულობა კომპეტენციის და მიღწევების მიხედვით;  ადამიანები, უპირატესად, თავიანთი ფუნქციების მიხედვით აღიქმებიან.  

კომპრომისის გზები: ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება. პატივისცემა, აღიარება.  


საწარმოები შესაძლებელია გაკოტრდნენ. 

bottom of page