top of page

7 ღიანი ონლაინ ვორკშოპი

22 თებერვალი - 1 მარტი

ონლაინ

ვორკშოპს გაუძღვება მოქშა ფეიქარი - სისტემური განლაგებების სერტიფიცირებული ფასილიტატორი, UTA ACADEMY-ს ტრენერი, CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის (CI) მრჩეველთა საბჭოს და FELD INSTITUT-ის ასოცირებული წევრი.


მოქშა ფეიქარი ატარებს კონსულტაციებს, ტრენინგებს და ქოუჩინგს სისტემურ ორგანიზაციულ განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში.


ვორქშოპის ძირითადი თემები:


როგორ მოვექცეოდი მეგობარს? - საკუთარი თავთან დამოკიდებულება.

Self-Compassion Break - რთულ მომენტებში საკუთარ თავთან დაბრუნება.

მზრუნველის ზრუნვა საკუთარ თავზე - გადაღლისა და burnout-ის პრევენცია.

რა მინდა სინამდვილეში? - სიყვარულზე გადასვლა შინაგან დიალოგში.

თვითთანაგრძნობის დღიური - ემოციების უსაფრთხოდ გადამუშავება.

შინაგანი კრიტიკის გარდაქმნა - მკაცრი ხმის შეცვლა მხარდამჭერით.

მხარდამჭერი შეხება - სხეულში სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღდგენა.

წერითი თვითთანაგრძნობა - საკუთარი არასრულყოფილების მიღება.


რა არ არის თვითზრუნვა?

თვითზრუნვა ხშირად ერევათ კომფორტში, გაქცევაში ან „დამსახურებულ ჯილდოში“. მაგრამ სინამდვილეში თვითზრუნვა არ არის ეგოიზმი და არც საკუთარ თავზე ზრუნვა სხვების ხარჯზე.


თვითზრუნვა არ ნიშნავს:

• პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ან რთული თემების გადადებას

• ტკივილის, სირთულეების და ემოციების იგნორირებას

• მუდმივ პოზიტიურობას და საკუთარ თავთან „ტყუილ სიმშვიდეს“

• მხოლოდ სასიამოვნო აქტივობებს (სპა, შოპინგი, დასვენება)

• საკუთარი საზღვრების დარღვევას, რომ სხვები კმაყოფილები იყვნენ

• სხვების დახმარებას საკუთარი რესურსების ბოლომდე დაცლის ფასად

• საკუთარი საჭიროებების გაუფასურებას „სხვა უფრო მნიშვნელოვანია“-ს სახელით


თვითზრუნვა არის

საკუთარი სხეულის, ემოციებისა და საზღვრების გაცნობიერება

და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მდგომარეობაზე -


ხანდახან დასვენებით, ხანდახან „არა“-ს თქმით და ხანდახან რთულ სიმართლესთან გულწრფელი შეხებით.


ვორქშოპის პრაქტიკული სარგებელი:

• შინაგანი ენერგიის აღდგენა და სტაბილიზაცია

• შინაგანი კრიტიკის შერბილება

• ემოციური სიმშვიდისა და თვითშეფასების ზრდა

• საკუთარი საჭიროებების გაცნობიერება დანაშაულის განცდის გარეშე

• რეალისტური და ყოველდღიური თვითზრუნვის უნარის ჩამოყალიბება

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page