top of page

ონლაინ მასტერკლასი

1 თებერვალი, 19:00 საათი

ონლაინ

ონლაინ მასტერკლასს გაუძღვება მოქშა ფეიქარი - სისტემური განლაგებების სერტიფიცირებული ფასილიტატორი, UTA ACADEMY-ს ტრენერი, CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის (CI) მრჩეველთა საბჭოს და FELD INSTITUT-ის ასოცირებული წევრი. მოქშა ფეიქარი ატარებს კონსულტაციებს, ტრენინგებს და ქოუჩინგს სისტემურ ორგანიზაციულ განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში.


ვორქშოპის ძირითადი თემები:


  • შინაგანი კრიტიკოსი, თვითშეფასება,

  • Self-Care - რეგენერაცია, რეკრეაცია

  • თვითთანაგრძნობა vs თვითგვემა

  • Backdraft: რატომ არის განკურნება მტკივნეული  

  • Epimeleia - აზრების, ემოციებისა და იმპულსების გაცნობიერება 


ვორქშოპის პრაქტიკული სარგებელი:


ახალ წელს, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია შინაგანი ენერგია გაიწმინდოთ ყველა იმ ნეგატიური განცდისგან და გამოცდილებისგან, რაც შესაძლოა წლების განმავლობაში მოგვყვებოდეს.


როცა იღებ პასუხისმგებლობას იზრუნო საკუთარ თავზე, ყველაფერი იცვლება და თავის ადგილზე დგება: "მე დღეს ვაპირებ საკუთარ თავზე ზრუნვას. მე აქ ვარ საკუთარი თავისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვარ. ვაკეთებ იმას, რაც სახალისოა, რაც ძალას მაძლევს, ან იმას რაც მამშვიდებს".


Self-Care - ასე ჰქვია ინგლისურად საკუთარი თავისადმი სიყვარულით აღსავსე ზრუნვის ფორმას. ამ პრინციპმა ბოლო დროს სამართლიანად დაიმკვიდრა თავი ფსიქოლოგიის ყურადღების ცენტრში.


თუ ყოველთვის მხოლოდ სხვებზე ვზრუნავ და არასდროს არ ვზრუნავ საკუთარ თავზე, მაშინ ვერ იცხოვრებ ჯანსაღი და კმაყოფილი ცხოვრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ სტილით ცხოვრება იწვევს უამრავ სიმპტომებს და ასევე ავტოიმუნური სახის დაავადებებს.


მაგრამ რა არის საკუთარ თავზე მზრუნველობის განმარტება? კონკრეტულად რას შეიცავს ის? როგორ შეგვიძლია ამის განხორციელება ყოველდღიურ ცხოვრებაში - ან სამსახურში, განსაკუთრებით კი სოციალურ პროფესიებში?


ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხების გაცემა და ახალი პერსპექტივების შეძენა შეგეძლებათ ონლაინ ექსკლუზიურ ინტერაქციულ მასტერკლასზე.

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲢᲝᲠᲘ:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page