top of page

ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ ᲓᲐ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲐ 

ree

ოჯახური განლაგებების მიხედვით პატივისცემა და აღიარება როგორც წესი ნიშნავს,  რომ რაღაცას ეთანხმები ისე, როგორც ის არის. როდესაც არ ცდილობ მის შეცვლას,  არამედ ხვდები და ღებულობ ამ რეალობას. 


მაგალითისთვის, იმ მომენტში, როდესაც ადამიანს მისი მშობლები ეზიზღება, მას ასევე ეზიზღება საკუთარი თავიც, რადგან ის მშობლების შთამომავალია. როცა ვინმე ერთ-ერთ მშობელს უარყოფს, ის ამითი საკუთარი არსების 50 პროცენტს მაინც უარყოფს. საკუთარი თავის უარყოფა ძალასა და ენერგიას საჭიროებს, რის შედეგადაც ეს ენერგია მერე სხვაგან გვაკლდება. 


ქალების პატივისცემას ბავშვები მამებისგან სწავლობენ და პირიქითაც, კაცების პატივისცემას ბავშვები დედებისგან სწავლობენ. ამავდროულად, ბავშვები პატივს სცემენ მშობლებს, როდესაც მშობლებიც ერთმანეთს სცემენ პატივს. ბავშვებს შეუძლიათ მათგან პატივისცემის სწავლა. მაგრამ, როდესაც ბავშვები მშობლის ურთიერთობებში მათი მრჩევლები ხდებიან, ისინი აღარ არიან ბავშვების ადგილზე და ამით მათ ბავშვობის დიდი ნაწილი ერთმევათ. 

პატივისცემა ასევე ნიშნავს იმის აღიარებას, რაც არის. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენ იკავებთ იმ ადგილს, რომელიც"დამსახურებულია". 


სხვაგვარად რომ ვთქვათ: 


მე შემიძლია პატივისცემით მოვექცე ყველა სიტუაციას და ყველა ადამიანსვეთანხმები, არ ვცდილობ ამის შეცვლას, არც მანიპულირებას. ეს ისეთია, როგორიც არის


ან კიდევ სხვაგვარად რომ ვთქვათ: 


ყოფიერება კარგად არის ჩემთან, ისე როგორც არის. მე შემიძლია მას დავეთანხმო იმაში როგორიც ის არის


თუმცა ზოგიერთ ოჯახურ განლაგებებში, როდესაც კლიენტები მშობლებთან ნებისმიერი გზით შერიგებას ითხოვენ, ასეთი შერიგება მაინც ძალიან რთულია ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლების, ან ერთ-ერთი მშობელის მხრიდან,  რაიმე სახის მოძალადეობას ჰქონია ადგილი. ასეთ შემთხვევაში შერიგება ნაადრევიც და ნაძალადევიც გამოვა და ეს ხელახალი ტრავმატიზაცია იქნება. 


ამიტომ ასეთ სიტუაციებში შერიგების ნაცვლად უბრალოდ პატივისცემა ან აღიარება ბევრად უფრო სარგებლიანია: მე ვაღიარებ იმას, რაც იყო - მისი გალამაზების და დემონიზაციის გარეშე. ეს ჩემი ბიოგრაფიის და ჩემი ცხოვრების ნაწილია და მისი გაუქმება შეუძლებელია.


ᲨᲔᲠᲘᲒᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲐᲢᲘᲔᲑᲐ 


მშობლებთან, სისტემის გარიყულ წევრებთან, პარტნიორებთან, საკუთარ თავთან ან საკუთარ ბედთან შერიგება სისტემური განლაგების მიერ განიხილება, როგორც განლაგების მუშაობის საბოლოო მიზანი.  


ᲨᲔᲠᲘᲒᲔᲑᲐ 


შერიგება ასევე არსებითი ნაბიჯია მოძალადე-მსხვერპლის დინამიკის გადასაჭრელად.  განლაგება "ჰელინგერის მიხედვით" ყოველთვის უნდა დასრულდეს ისეთი გადაწყვეტით,  რომელიც ყველა მონაწილეს ღირსეულად ტოვებს და რომელიც სისტემის წევრებს შორის სიყვარულს ისევ დენადს გახდის.  


ეს ასევე ეხება მოძალადეებს და დამნაშავეებს. ამიტომ, შერიგება არ ნიშნავს უბრალოდ დამნაშავის ან უდანაშაულოს აღმოჩენას. ბერტ ჰელინგერის გადმოსახედიდან, მოძალადე გახლართულია, ის არ არის თავისუფალი. მისი ბედი იყო გამხდარიყო დამნაშავე და მსხვერპლის ბედი იყო გამხდარიყო მსხვერპლი. სისტემურად, არცერთი არ არის "უკეთესი"  ან "უარესი". დამნაშავეც და მსხვერპლიც, ორივენი ემსახურებიან ისეთ უფრო დიდ რაღაცას, რაც მათთვის გაუგებარია.  


ბერტ ჰელინგერი ამბობს: ”მკვლელსა და მსხვერპლს შორის შერიგება ყოველგვარი შერიგების პროტოტიპია. მხოლოდ აქ ირკვევა საბოლოოდ, თუ რას ნიშნავს რეალურად შერიგება. ეს არის ის შერიგება, სადაც დანაშაული აღარ თამაშობს როლს, სადაც აღარ არის ცუდი და კარგი, არ არის დამნაშავე და მსხვერპლი, სადაც კონფლიქტში მყოფნი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ისინი მხოლოდ რაღაცა უფრო დიდი ძალის მსახურების წინაშე არიან.“ 


ნამდვილი შერიგებისას, მსხვერპლს არა მხოლოდ შერიგების უფლება აქვს, მას ასევე ამის მოთხოვნის ვალდებულებაც აკისრია და დამნაშავეს არა მხოლოდ ეკისრება მოვალეობა,  რომ თავისი დანაშაულის შედეგები მიიღოს, მას ასევე აქვს ამის უფლება. თუმცა, შერიგება იმასაც ნიშნავს, რომ მსხვერპლი თავისი მოთხოვნებით არ მიდის უკიდურესობამდე და იღებს იმ კომპენსაციას და გამოსყიდვას, რომელსაც მას მოძალადე სთავაზობს.  


პრაქტიკაში ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ, განსაკუთრებით ოჯახურ და პარტნიორულ კრიზისებში, რომ შერიგება ვერ ხერხდება არა მოძალადის, არამედ უფრო ხშირად მსხვერპლის გამო, რადგან ის გაბრაზებულია, თავს პრივილიგებურად გრძნობს და ხშირად მთლიანად უარყოფს მოძალადეს. 

იმისათვის, რომ მსხვერპლი მოძალადესთან ისევ თანაბარი გახდეს, მან უნდა შეძლოს „მცოცავობიდან“ გამოსვლა და ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩადგეს. ვინც ამაზე უარს ამბობს, ის ურთიერთობას ანადგურებს. 


ᲞᲐᲢᲘᲔᲑᲐ 


ქრისტიანული გაგებით მიტევება ან პატიება ოჯახურ განლაგებაში განიხილება უფრო როგორც ამპარტავნების აქტი. ეს იმიტომ, რომ პატიება ამ შემთხვევაში ვალის პატიებას ნიშნავს. მაგრამ ეს მხოლოდ მორალურად მაღლა მდგომს შეუძლია. მსხვერპლი ეუბნება მოძალადეს: „მე შენზე დიდი ვარ და იმდენად კარგი, რომ შემიძლია გაპატიო კიდეც.“  ამიტომ, სისტემურად რომ ვთქვათ, პატიება არასწორი მიდგომაა დანაშაულთან მიმართებაში. ეს ხელს უშლის ურთიერთობაში თანასწორობას და წარმოშობს ზემოდან ქვევით უფსკრულს.  

ახალი დასაწყისი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძალადენი და მსხვერპლნი კვლავ, როგორც თანასწორნი, ისე შეხვდებიან ერთმანეთს. დანაშაულის გამოსყიდვა პატიებით არ ხდება, ამით ის მხოლოდ იფარება.  


მეორეს მხრივ, რეალური შერიგება მხოლოდ პატიების უფლების და მისი მოთხოვნის გადახდის გზით ხდება. მხოლოდ სისტემის ცალკე აღებულ წევრს არ უნდა ეპატიოს. ეს დაარღვევს წესრიგს, მაგრამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პატიება განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს, როცა დამნაშავე ითხოვს პატიებას. ამით ის საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობას მეორეზე გადასცემს. ეს იგივეა, როცა ვინმე ინანიებს. ის ამით ცდილობს სხვას დააკისროს თავისი საქციელის შედეგები. „მე ვწუხვარ ამის გამო“ - ს თქმა მოძალადის მხრიდან სხვა ადამიანს ბევრად უფრო უადვილებს მასთან მიახლოებას, ვიდრე მოძალადე მისგან პირდაპირ პატიებას როცა ითხოვს.  

მოძალადესთან ან დამნაშავესთან ასეთი „რიტუალური“ შერიგება არ არის ადვილი,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა ინცესტი ან გაუპატიურების მსხვერპლის და დამნაშავის დინამიკა. მაგრამ ჰელინგერი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და შორს მიმავალია ეს შერიგება მონაწილისთვის.  

მოძალადესა და მსხვერპლს შორის შერიგების გარეშე ნარჩუნდება მათი ურთიერთგადახლართული კავშირები და ამით ასევე შეუძლებელი ხდება ყველა შემდგომი ურთიერთობა ასევე სხვებთანაც.  


მაგალითისთვის, მშობლებთან შერიგების გარეშე, შემდგომი შინაგანი ზრდის კარი ხშირად დახურულია. 

bottom of page