ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ – ᲛᲝᲓᲣᲚᲘ 3
- Ana Mikatadze
- Sep 13
- 1 min read

ᲩᲐᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ
13.02.17
ემოციურ დონეზე მამის უარყოფა, ცხოვრებისეულ სიტუაციებში იწვევს დაურწმუნებლობას.
ლტოლვა, მონატრება მიმართულია მამისკენ. დედისადმი მიმართულია ერთგულება.
მამაკაცი წარმოადგენს სივრცეს. ქალი წარმოადგენს საყრდენს.
კავშირის (დამოკიდებულების, ერთგულების) დონე - ყველაფერს გავიღებდი, რომ შენთან ვიყო, მაგრამ თუ შენთან არ ვიქნები, ჩემს ბედისწერის სადავეებს მე ავიღებ ხელში.
შვილი (ეგზისტენციური) დონე - მადლობელი ვარ, რომ ვარსებობ. მე იმდენი რამ ვნახე და განვიცადე. ეს ერთადერთია, რაც ფასობს. სხვა ყველაფერი უკვე სხვაგან მივიღე.
თერაპევტის მნიშვნელოვანი თვისებები - იყო დიდი და ასევე იყო ადამიანი. მამები ქალიშვილებს უფრო ადრე ტოვებენ, ვიდრე დედები ვაჟიშვილებს. როცა დედა ან მამა შინაგანად ითხოვს ან მოლოდინი აქვს, ბავშვი ყოველთვის ლოიალობის გამო აკეთებს.
25.02.17
განლაგებისას მნიშვნელოვანია არა მორალი, არამედ დანაშაულის განხილვა.
აბორტის დროს ითრგუნება ტკივილის შეგრძნება, თუმცა სასჯელს სული იღებს თავის თავზე.
სიმპტომები ზოგჯერ მაინც ცხრა თვე გრძელდება. აბორტი ასევე პარტნიორსაც ეხება.
აბორტი ურთიერთობაშიც რაღაცას აფუჭებს, რადგან პარტნიორის ნაწილის მიღება არ ხდება - საკმარისად არ მიყვარხარ იმისთვის, რომ შენთან ერთად ბავშვი გავზარდო. ეს ასევე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაც არის.
26.02.17
პრობლემა, შესაძლოა, თაობების მანძილზე ვერ გადაიჭრას. როცა გადაიჭრება, მაშინ წესრიგი სისტემურ ველებზე ისევ აღსდგება. როცა კავშირი აღდგება, დაძაბულობაც იხსნება. ტკივილთან ყოფნა ნიშნავს ზრდას.
მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილი, არის კავშირის დაკარგვა, ანუ ეგზისტენციური დანაკარგი, ისევე როგორც მკვლელობის დროს. ამ დროს ყველაფერი უნდა გამოაშკარავდეს - ტკივილი, დანაშაული და ა.შ. ასევე პარტნიორის მხრიდანაც.
როცა საოჯახო სისტემაში ვინმეს ან უარყოფენ, ვერ ხედავენ, ან კიდევ არ გლოვობენ, მაშინ ამ სისტემიდან ავადმყოფობას ვინმე მისი წარმომადგენელი იღებს თავის თავზე.
„როცა სიყვარულია, ყველაფერი გვაქვს“ - ეს არ არის სწორი მიდგომა. ამისთვის ჯერ აუცილებლი წინაპირობაა შეიქმნას კანონზომიერებას დაქვემდებარებული სივრცე, რათა სიყვარულმა დენადობა შეძლოს.
ᲛᲝᲥᲨᲐ ᲤᲔᲘᲥᲐᲠᲘ


