top of page

ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ – ᲛᲝᲓᲣᲚᲘ 6  

ree

ᲩᲐᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ


ვარდს თავისი ეკლების არ უნდა რცხვენოდეს. 


აწმყოს ოჯახის სისტემის განლაგების დროს უნდა შევხედოთ არის თუ არა საკმარისი ცნობიერება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვიშველიოთ წარმომავლობითი ოჯახი. 


განლაგების დროს სხვადასხვა რამის ცდა შეიძლება და მხოლოდ ამის შემდეგ სამუშაო სისტემის გამოცვლა. ამათაც უკვე ბევრი რამის ამოხსნა შეეძლებათ. 

ისტორიული სურათები და ინფორმაცია მოძალადეზე და მსხვერპლზე პროექციებს უფრო მეტად კვებავენ. 


კლიენტთან ფიზიკური კონტაქტის დროს სიფრთხილეა საჭირო. თავდაპირველად აუცილებლად კომუნიკაციით უნდა მოხერხდეს ამაზე ნებართვის თხოვნა. 


ტრავმა ჩვენს პიროვნულობას აყალიბებს - ცნობიერება ჩვენს ინდივიდუალურობასთან გვაკავშირებს.


ტრავმა არ უნდა შევაჩეროთ, არამედ უნდა მივეხმაროთ კლიენტს მის დარეგულირებაში და ასევე სესიების გარეშე დახმარებაც შეგვიძლია შევთავაზოთ. მაგალითად ტელეფონით და ა.შ. 


ტრავმის დროს არის ხოლმე პანიკის შეგრძნება, თვალების აქეთ-იქეთ ცეცება, არეული სუნთქვა, შიშის გრძნობა. ასევე შესაძლოა კლიენტს მზერა გათიშული ჰქონდეს. ამ დროს კლიენტი აწმყოში უნდა მოვიყვანოთ. მასთან ასევე მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტი. თუ ეს განლაგების დროს ხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განლაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრავმის ბოლომდე გაყოლა. კლიენტს უნდა მივცეთ ფიდბეკი,  რომ მას ამ თემაზე ასევე სხვა, უფრო ტრავმაზე ფოკუსირებული და ორიენტირებული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი. 


ბავშვები თავიანთ თავზე იღებენ იმას, რასაც მშობლები გაექცნენ, ან რასთანაც ვერ დადგნენ.  


დედმამიშვილებს უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი, ვიდრე მშობლებს. 

არქეტიპები შესაძლოა ნააბორტალ ბავშვებს წარმოადგენდნენ. შესაძლოა კლიენტი ფიქრობდეს, რომ ის სიკვდილის მიმართულებით იყურება, მაგრამ სინამდვილეში მოცილებულ ბავშვებს სურთ იყვნენ აღიარებულები. 

იმის მაგრივრად, რომ ვინმე უბრალოდ გამოვლანძღოთ ხოლმე, ჯობს მას ვუთხრათ: მე შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ. 


ჰომოსექსუალიზმის საფუძველი შესაძლოა ყოფილ პარტნიორთან იდენტიფიკაციაც იყოს. საფრთხის დროს ჩვენ ვირჩევთ ან გაქცევას, ან ბრძოლას, ან პარალიზება გვემართება: 


სიმპატიკუს - ან ბრძოლა ან გაქცევა (სხეულში ამ დროს დიდი დოზით გამოიყოფა ადრენალინი, კორტიზოლი). 


პარასიმპატიკუს - მოდუნება, დამუხრუჭება, გაშეშება. 


დისოციაცია - აქ აქტიურდება ვაგუსის ნერვი - ეს არის პარასიმპატიკუსის უდიდესი ნერვი და ასევე ორგანიზმის ფაქტიურად ყველა შიდა ორგანოების რეგულატორი.


ᲛᲝᲥᲨᲐ ᲤᲔᲘᲥᲐᲠᲘ

bottom of page