top of page

ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ – ᲛᲝᲓᲣᲚᲘ 1

Updated: Sep 13

ree

ᲩᲐᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ


09. 09. 16 


როდესაც კლიენტის იდენტიფიკაციები საკუთარ თემაში ძალიან დიდია,  ყოველთვის სჯობს, რომ განლაგების დროს მის მაგივრად წარმომადგენელი ავიყვანოთ.  


განლაგების მიზანია ზრდა და განკურნება - არ უნდა ავაშენოთ რაიმე "ციხე სიმაგრე".  


სპირიტუალური ეგო ხშირად ღრმა ტრამვებიდან ჩნდება. მაგალითად: „ჩვენ ვიცით,  რა არის სწორი - New Age - ის მიდგომა“. ესეც ასევე ქრისტიანულად კონდიცირებული მიდგომაა, რომელიც მორალურად არის გამოკვეთილი.  

საოჯახო განლაგებები და ცნობიერების მუშაობა კბილის ამოღებას ჰგავს. ის დიდ ენერგიას ითხოვს და გამოცდილ თერაპევტსაც კი ძალიან ღლის.  

განლაგების მეთოდოლოგიის გასაგებად პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვენდოთ ველის ენერგიას და საკუთარ ინტუიციას.  


ჩვენს წარმომავლობით სისტემას აქვს მოთხოვნილება, რომ შენარჩუნდეს,  როგორც ერთი მთლიანობა. არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად დაინახო და აღიარო ის, რაც არის და არ ეძებო პირდაპირ პრობლემის გადაჭრის გზა.  


„მოგება ან წაგება“- ყოველთვის ინტერპრეტაციებია.  


აღქმა არის სამუშაო ჰიპოთეზის აუცილებელი წინაპირობა.  


10.09.16 


მნიშვნელოვანია შეგრძნება იმისა, თუ რა გეხმარება. გამოუცხადე ნდობა საკუთარ სხეულს. მეთოდები და კონსტრუქტები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისინი ზოგჯერ ხელის შემშლელნიც კი არიან. 

„ცხოვრება თავად ზრუნავს“- ეს „დაოსეული“ და „დჰარმული“ პრინციპი განლაგების დროსაც მოქმედებს. თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს შევძლებთ და ამისთვის პატარა კვადრატული მე-ს შენარჩუნებაც საკმარისი იქნება, მაშინ წარმოდგენაც კი არ გვექნება, რომ ცხოვრება თავისით უკვე ისედაც ბევრ რამეს აკეთებს.  


საკუთარი აწმყოს სისტემა რომ გავიგოთ, წარმომავლობის სისტემა უნდა გვესმოდეს.  


არავითარი მიზნები - ზოგჯერ კლიენტები ოცნებობენ და ანალიტიკურობის მოლოდინი აქვთ. ეს ძალიან საშიშია. ყოველი ფიქსირებული წარმოდგენა საშიშია.  გარკვეული შედეგების მისაღწევად საჭიროა თერაპევტის ინვესტიცია, რათა პროცესი კარგად წავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია, კლიენტს სიყვარულით დავეხმაროთ.  


განლაგების დროს წარმოჩენილი შინაგანი მოძრაობებისთვის იმპულსები ზოგჯერ ორი წელიც კი გრძელდება, ანუ ვიდრე სისტემა პაციენტამდე მიაღწევს. ამ დროში ჩვენს ტვინში ყალიბდება ახალი სინაფსური და დენდრიტული კვანძები და გადაბმები.  


საშვილოსნო - არის როგორც ბიოლოგიურად მუცელი, ფსიქოლოგიურად ოჯახი,  ასევე სულიერად ოსტატიც.  


ომიც, მიუხედავად ყველაფრისა - საბოლოოდ ცხოვრების და პროგრესის სამსახურშია.  


განლაგების დროს რაიმე თემის დამუშავებით იმის მიღწევა, რომ ესა თუ ის სიმპტომი ან „ავადმყოფობა“ განკურნებულია, არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა კავშირები არსებობს, მაგრამ ერთი-ერთზე და პირდაპირ ეს არასდროს არ არის.  


11.09.16 


ორიენტაცია რომ შევძლოთ, განლაგების დროს ვერბალური chek-in კეთდება დასაწყისში და ასევე შუაშიც, სადაც ყველა თანამონაწილე თავის განწყობას მოკლედ აღწერს.  


ფუნქციაზე უარის თქმა, ცარიელ ადგილთან კონფრონტაციაა. ბავშვს უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერის მოგვარება შეუძლია და ფუნქცია აქვს, რადგან მას უყვარს.  


გარკვეული სტრუქტურა იმოტომ გაგვაჩნია, რომ გადავრჩეთ. დინამიურ მედიტაციას, მაგ. ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ამ სტრუქრურაში არეულობა შეაქვს.  


ბავშვები ყოველთვის მშობლის მხარეზე არიან. ისინი ყველაფერს მათი სიყვარულით აკეთებენ. როცა მამა ბარბაცებს, ბავშვიც სიყვარულით ბარბაცებს.  


განლაგების დროს, და რეალურადაც, მოძრაობა ყოველთვის - ბავშვის დედისკენ მოძრაობაა. აქ სუნთქვა და მზერით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.  დედა-შვილის ურთიერთობა არის ყველა „Primer isseues“.  

დაო ზემოდან დედის საშუალებით და მისი თვალებიდან იყურება.  ურთიერთდამოკიდებულების დინამიკა: ტირანი - მსხვერპლი - მხსნელი, (წრეში).  


განლაგების დროს ინტუიცია ეყრდნობა სპონტანურად ცვალებად ინტელიგენტობას.  


განლაგების სამუშაოში ჰელინგერის მიერ დანახული სულის მოძრაობის შემოყვანამ, კლასიკური თერაპია ფაქტიურად შეუძლებელი გახადა, რადგან ამით მას უკვე სპირიტუალური განზომილება მიენიჭა.  


ᲛᲝᲥᲨᲐ ᲤᲔᲘᲥᲐᲠᲘ

bottom of page